უნილაბისა და ანიმა ჩეთბოტიქსის კიბერ სივრცეში შექმნილი ჩეთბოტი, მთვარის პროტოტიპი, რომელიც კიბერ კოსმოსში მოგზაურობს დედამიწასთან ერთად და ცდილობს ბავშვებს გაუზიაროს ციური სამყაროდან შეგროვილი საინტერესო ამბები.
პირველ რიგში, დედამიწის მეგობარ მთვარეზე. შემდეგ კი, კოსმოსში არსებულ შენთვის საინტერესო ციურ სხეულებზე: პალანეტებზე, ვარსკვლავებზე, გალაქტიკებზე და ა.შ. რაზეც გაგიხარდება. შეიძლება ყველა კითხვაზე ვერ გაგცე პასუხი, მაგრამ მთავარია არ დაგავწყდეს, რომ მე შენთან ერთად და შენი დახმარებით ვსწავლობ და ვხდები უფრო ჭკვიანი.
სახელი - კიბერ ლუნა
წარმოშობა - უნილაბის ციფრული სივრცე
შექმნის ადგილი - ანიმა ჩეტბოტიქსი
პროტოტიპი - კოსმოსში მოგზაური მთვარე
დანიშნულება - მომავალი ნარატორებისთვის გზის გაკვალვა კიბერ გალაქტიკაში
მთავარი მტერი - კიბერ მზე, უცხოპლანეტელები
სისუსტე - კიბერ დედამიწა
დედამიწასთან მდებარე ყველაზე ახლო ვარსკვლავია და მზის სისტემის ცენტრია, იგი კაშკაშა ცხელი პლაზმური ბურთია, მაგნიტური ველებით, რომელიც გვათბობს და სინათლეს გვაძლევს.
მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი და ყველაზე პატარა ძირითადი პლანეტაა,რომელიც ზომითა და გარეგნობით მთვარეს ძალიან ჰგავს.
მეორე ძირითადი პლანეტაა მზისგან დაშორებით და ყველაზე ცხელია, იგი დედამიწის მსგავსად ღერძის გარშემო უკუღმა ბრუნავს.
მზიდან მე-3 პლანეტაა, დედამიწის ზედაპირის 70% წყლითაა დაფარული. (ეს სწორედ ის პლანეტაა რომელზეც თქვენ, ადამიანები ცხოვრობთ.)
იგივე წითელი პლანეტა, იგი მტვრიანია და ბოლო კლდოვანი პლანეტაა - მერკურის, ვენერას და დედამიწის შემდეგ.
იგი ყველაზე დიდი პლანეტაა მზის სისტემაში, მას გაზის გიგანტს უწოდებენ, მის ზედაპირზე საუკუნეებია, რაც ქარიშხალი მძვინვარებს.
მასაც გაზის გიგანტს უწოდებენ, იგი ყველაზე ლამაზია და რგოლები აქვს.
ყინულის გიგანტია, მასაც აქვს რგოლები, თუმცა დანახვა რთულია. ურანი მისი ღერძის გარშემო უკუღმა ბრუნავს, თანაც 90 გრადუსით დაქანებულია.
ყინულის გიგანტია. იგი მზისგან ყველაზე შორს მყოფი პლანეტაა, ასევე ძალიან ცივი, ბნელი და ქარიანია.
მე-9 პლანეტა იყო მზის სისტემაში, თუმცა ის გადაიყვანეს მცირე ანუ ჯუჯა პლანეტების კატეგორიაში.
"ლუნა" არის ჩეთბოტი რომელიც ბავშვებს ესაუბრება მთვარეზე ანუ საკუთარ თავზე, გარდა ამისა ფლობს მცირე ინფორმაციას მის გარშემო არსებულ ობიექტებზე და მოვლენებზე (დედამიწა, მზე, გალაქტიკა, და სხვა). მისი სამიზნე აუდიტორია სკოლის მოსწავლეებია, ბავშვები რომლებთაც სამყაროზე უამრავი კითხვა აქვთ და რომლებსაც შესაძლებლობა ექნებთა მთვარეს დაელაპარაკონ. თქმულებებსი, მითებში, ზღაპრებში მთვარე ცოცხალი არსება არის. ზღაპრის გმირები მას ესაუბრებიან და ისიც მათთან როგორც ადამიანი საუბრობს. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ადმიანების სურველები, ოცნებები რომელსაც კაცობრიობა ზღაპრებში, მითებში, თქმულებებში ვინახავდით რეალობად ვაქციოთ. ეს არის ერთგვარი საგანმანათლებლო ბოტი, რომლიც ბავშვებს დაეხმარება ცოდნის გამყარებასა და საინტერესო ფაქტების შემეცნებაში. რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიების ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს.
უნა, კიბერ გალაკტიონი, ინტერაქტიული ბიბლიოთეკა, სივრცე-19 და სხვა
Anima Chatbotics არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ანტრეპრენიორებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი საერთო მიზნის ქვეშ - შევქმნათ ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. “ჩეთბოტები”. აქედან გამომდინარეობს დასახელებაც: Chatbotics - პროგრამული კოდის, ალგორითმების და ავატარების შექმნის ხელოვნებაა, ტექნიკური მხარე, “Anima” კი ლათინურად სულს ნიშნავს.
მოცემულ ეტაპზე ანიმა ვმუშაობს მზა ციფრული ასისტენტების შექმნაზე, რომელთაც გარკვეული საბაზისო ცოდნა ექნებათ ამა თუ იმ ინდუსტრიასთან დაკავშირებით და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დაიქირავოს მსგავსი თანამშრომელი.